Wizzair მარტის ბოლოდან 20 მიმართულებით ანახლებს ფრენებს - თურნავა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს აღადგენს დაბალბიუჯეტური უნგრული კომპანია Wizzair. ამის შესახებ მინისტრმა ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია მთავრობის სხდომის შემდეგ წარუდგინა მედიას.
მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ Wizzair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 45 ფრენას შეასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო Wizzair-ს საქართველოში ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად გაუქმებული ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით სრულდება. პანდემიამდე კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იყო ბაზირებული და რამდენიმე ათეულ რეისს ასრულებდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31132798.html
#ახალი_ამბები
#twitter