ტენდენცია უკვე უახლოვდება იმას, რომ შიდა გავრცელების მეტი ფაქტი გვექნება - გაბუნია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140829
შიდა გავრცელების ბევრი ფაქტი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ტენდენცია უკვე უახლოვდება იმას, რომ ჩვენ შიდა გავრცელების მეტი ფაქტი გვექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.
„ჯერჯერობით მაინც ხერხდება კონტაქტების სრულად მოკვლევა და წყაროს გამოვლენა, მაგრამ უკვე იმატებს რისკი, რომ ჩვენ ვუახლოვდებით საზოგადოებრივ გავრცელებას. ამ შემთხვევაში სწორედ სოციალური დისტანცირების ის ზომები, რაც გამოყენებულია და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ზედმიწევნით კარგად დავიცვათ, არის გარანტია, რომ საზოგადოებრივი გავრცელება, თუ ასეთი დაიწყო, ნელი იქნება; რომ მოვახერხებთ ყველა ამ შემთხვევის გამოვლენას და დროულად მკურნალობას ისე, რომ ვირუსის სწრაფი და მასიური გავრცელება არ მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ ,,მოამბის" ეთერში.