საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტყიბულში ჩაის პლანტაციები გაშენდა

On.ge

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განარგძობს. ბანკის ფინანსური ჩართულობით შპს ოკრიბამ ტყიბულში, 55 ჰ-ზე ჩაის პლანტაციები გააშენა. აგრო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსებით კომპანიამ აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა და გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინა. https://on.ge/story/60630-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90 გარდა ამისა, კომპანიამ ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ შესაბამისი დაზგა დანადგარები შეიძინა, რომლებშიც ჩაის შრობა და დაფასოება ხდება. ჩაის გარდა აღნიშნული დანადგარებით ჩირის წარმოებაც არის შესაძლებელი. კომპანიამ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ქართული ჩაი-ს ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გრანტიც მიიღო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1 345 000 ლარი შეადგინა. #News