ხვალ ქობულეთში 6 664 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

''სოკარჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ქობულეთში ხვალ, 21 აპრილს დილის 6:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება, აბონენტებს, ბუნებრივი აირი ხუთშაბათიდან, ეტაპობრივად აღუდგებათ. ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთში,დავით აღმაშენებლის, რუსთაველის, თამარ მეფის სანაპიროს, კომახიძის, ბაგრატიონის, მეგობრობის, თბილისის, კოსტავა, 9-აპრილის და თავისუფლების ქუჩის აბონენტებს. ასევე მემედ აბაშიძის ქუჩას, ოღონდ ნაწილობრივ მდინარე კინტრიშის ხიდამდე და გვარა-კონდიდის სოფლებს. სულ გაზი გაეთიშება 6 664 აბონენტს. კომპანიაშიამბობენ, რომ მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.