ეპიდვითარება შიდა ქართლში - 26 დეკემბრის მონაცემები

Gori Daily

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში Covid19-ის 119 ახალი შემთხვევა დადასტურდა შიდა ქართლში. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 38 003 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #შიდაქართლი #კორონავირუსი #goridaily