ხელვაჩაურში სახლი დაიწვა

Tbilisi Daily

ხანძარი იყო ხელვაჩაურში. სოფელ ზანაქიძეებში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. ოჯახმა ვერ შეძლო საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა, ისინი შემთხვევის დროს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ხანძრის გამომწვევი სავარაუდო სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვაა. მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხს კომისია შეისწავლის და შემდეგ გადაწყდება როგორ დაეხმარება დაზარალებულებს.