აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნებია
Tbilisi Daily
აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის. გარკვეულწილად ეს შემთხვევების მატება არის არითმეტიკული პროგრესით და არა გეომეტრიული პროგრესიით, რაც ახასიათებს ვირუსს სწრაფი გავრცელების შემთხვევაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რომ ვამბობთ „მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, ეს ეტაპიც უნდა გადავიაროთ და ვნახოთ, რამდენად ხერხდება ინფექციის კონტროლი მინიმალური შეზღუდვების გარეშე.
„ვფიქრობ, აჭარაში სტაბილიზაციის შესაძლებლობა არის. ყველაზე აქტიური, რაც შეიძლება გაკეთდეს და მუშაობს, გარდა ნიღბის გამოყენებისა და დისტანციის დაცვისა, არის შეზღუდვის გამოყენება, თუმცა ეს ეტაპი ჩვენ უკვე გავიარეთ და ახლა ვართ აქტიური მართვის ეტაპზე. რომ ვამბობთ „მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, ეს ეტაპიც უნდა გადავიაროთ და ვნახოთ, რამდენად ხერხდება ინფექციის კონტროლი მინიმალური შეზღუდვების გარეშე“, - განაცხადა გაბუნიამ.