Post
Tbilisi Daily
ზურაბ წერეთელი - ოსტატი ქვისგან გამოთლილი ისტორიებით.
მის ნამუშევრებს როგორც ბევრი კრიტიკოსი, ასევე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის შემოქმედებას აფასებენ, როგორც პომპეზურსა და ექსტრავაგანტურს.
ზურაბ წერეთელი - ცნობილი მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი ქ. თბილისში 1934 წელს დაიბადა. ის გახლდათ სსრკ-ის სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ნიუ-ორკის შტატში - ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი. მის ნამუშევრებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით, მათ შორის ისეთებშიც, როგორებიცაა: იტალია, საფრანგეთ, ესპანეთი, ამერიკა, ინგლისი და ა.შ.
ზურა წერეთელი ხელოვანი ადამიანების წრეში გაიზარდა. მის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი მხატვრები დავით კაკაბაძე, აპოლონ ქუთათელაძე, სერგო ქობულაძე და სხვები. როგორც ჩანს ამ ყველაფერმა გავლენა იქონია არამარტო მის მომავალ პროფესიაზე, არამედ მის ცხოვრებაზეც. ზურაბი ბევრს მოგზაურობდა, ჩართული იყო სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებშიც.
ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი ,,წმინდა ნინოს მონუმენტი” და თავისუფლების მოედანზე აღმართული ,,წმინდა გიორგი”-ის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ საკუთარ ქალაქს აჩუქა.
მისი შემოქმედებიდან გამოირჩევა, იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მდგარი წმინდა ნიკოლოზის მონუმენტი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წმინდანი თავად აქ არის დასაფლავებული.
სწორედ ზურაბ წერეთელმა აჩუქა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა - „გლოვის ცრემლი“, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად. ძეგლი 175 ტონას იწონის და „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.
#ზურაბ
#წერეთელი
#მხატვარი
#მოქანდაკე
#არქიტექტორი
#მონუმნტი
#ქანდაკება
#იტალია
#თბილისი
#ბარი
#წმინდანიკოლოზი
#tbilisidaily