ავტოსაგზაო შემთხვევა ოკუპირებულ ოჩამჩირეში

Sokhumi Daily

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს, საღამოს, ფსოუ-ინგურის საავტომობილო გზაზე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არის მსხვერპლიც. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთანეთს ორი მანქანა: ვაზ - 2107 და ფორდი დაეჯახა. ორივე ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოჩამჩირის რეგიონის მაშველები და მეხანძრეები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: mchsra.info #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა