აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი მამა და ორი მცირეწლოვანი.
Zugdidi Daily
აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილია მამა და ორი მცირეწლოვანი.
ოკუპირებული აფხაზეთიდან,კერძოდ სოფელ საბერიოდან მოხდა ახალი პაციენტების მიღება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მათ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებათ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარება პაციენტებს სოფელ ფახულანის საზღვარზე დახვდა.
მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ მცირეწლოვნებს. მამას კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. ის საავადმყოფოში შვილებთან ყოფნის მიზნით რჩება.
#ზუგდიდი
#აფხაზეთი
#საბერიო
#კორონავირუსი
#საზღვარი
#zugdididaily