ოკუპირებულ აფხაზეთში 155-ს გადააჭარბა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 2 პაციენტი.
აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 10 984 შემთხვევა, მათგან 8898 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 156 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
მეორე კვირაა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი. მას COVID-19 დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. ანქვაბი რუსეთში 8 იანვარს გადაიყვანეს. 17 იანვრის შემდეგ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31062715.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)