Post

Kutaisi Daily

იპოლიტე ხვიჩია, მსოფლიო კომედიის ქართველი მეფე. იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს დაიბადა. ქართველი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოსათვის არაერთი დასამახსოვრებელი გმირი შექმნა, 1960 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებითაც დააჯილდოვეს. იპოლიტეს სამსახიობო კარიერის საწყისი წლები სწორედ ქუთაისს უკავშირდება. იგი 1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, რომელშიც მისვლიდან მალევე გვარიც შეიცვალა (ყვინჩია) და მაყურებლის წინაშე უკვე იპოლიტე ხვიჩიას სახელით წარსდგა. რაც შეეხება გვარს, ერთი ვერსიით, მისი გადაკეთება ქუთაისის თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, დოდო ანთაძის იდეა ყოფილა – ყვინჩია გახდა ხვიჩია, მეორე ვერსიით კი, მამამ სამივე ვაჟს გვარები გადაუკეთა, დედისერთები ჯარში არ მიჰყავდათ და ამ გზით მან შვილებს სამხედრო სამსახური თავიდან ააცილა, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, მსახიობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. იპოლიტეს ქუთაისთან დიდი სიყვარული აკავშირებდა, იგი ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა ქუთაისში გატარებულ წლებს, ის თუ როგორ უყვარდა იგი ქუთათურ მაყურებელს და როგორ გაუჭირდა შემდგომში ამ ქალაქთან განშორება... იპოლიტე ხვიჩიას ძეგლს დღეს მისთვისვე საყვარელ, მესხიშვილის თეატრის გვერდითა შესასვლელთან შეხვდებით. #ქუთაისი #მესხიშვილი #თეატრი #იპოლიტე #იპო #ხვიჩია #ყვინჩია #tbilisidaily