კლინიკა ,,თიმი” დროებით დაიხურება
Tbilisi Daily
კლინიკა „თბილისის მედიცინის ინსტიტუტი” (TIM) დროებით დაიხურება, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ განაცხადა.
„დღეს უკვე 5 პაციენტი გვყავდა დარჩენილი. ზოგი პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ზოგი - კარანტინში. თანამშრომლების დიდი ნაწილი კარანტინშია ახლა. როგორც კი გამოვალთ ყველა კარანტინიდან, მოხდება კლინიკის დეზინფექცია და გავაგრძელებთ მუშაობას”, - განაცხადა კაჭახიძემ.
შეგახსენებთ, რომ კლინიკა „თიმის” კიდევ ერთ თანამშრომელს Covid19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკის კიდევ ორ პაციენტსაც, რომელთა ინფიცირების სავარაუდი წყარო მედპერსონალია.
კლინიკაში ჯამში 9 ადამიანია დაინფიცირებული - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტი.
#კლინიკა
#თიმი
#მედპერსონალი
#tbilisidaily