აშშ-ში სექს-სექტის ლიდერს 120-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
Tbilisi Daily
სექსუ-კულტ NXIVM-ის ლიდერს, კიტ რანიეს ბრუკლინის სასამართლომ 120-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.
გამოძიებით დადგინდა, რომ რანიე სექტაში ქალებს თაღლითობით იტყუებდა, სექს-მონობას აიძულებდა და ფულს სძალავდა. სასამართლოში მის წინააღმდეგ ჩვენება 15-მა დაზარალებულმა მისცა.
მსჯავრდებულს სასამართლომ ჯარიმის სახით 1.75 მილიონი დოლარის გადახდაც დააკისრა. სექტა NXIVM 1998 წელს შეიქმნა. მისი ლიდერი ჰოლივუდსა და ბიზნეს-წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.