ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი) დაჭრა

Mediamall

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი) დაჭრა “თაიმერის” კონფიდენციალური წყარო იუწყება, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში საზარელი შემთხვევა მოხდა. ყინწვისის მონასტრის წინმძღვარმა, მამა დავითმა (აქიაშვილი) ცივი იარაღით დაჭრა ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი). წყაროს ცნობით შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც (აქიაშვილი) შეესწრო, რომელიც დაპირისპირებულთა შორის გამშველებლის როლს ასრულებდა.