ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო ავსტრიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს
Pirveliradio Ge
ავსტრიაში საქართველოს საელჩო ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს - დარჩნენ სახლებში.
საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებზე საელჩოში განცხადება ამ ეტაპზე არ შესულა.
ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ახსენებს, რომ საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი +43 676 3259839, რომელზეც დაკავშირება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.