ბრაზილიაში პანდემიისას სამსახური 8 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა

Tbilisi Daily

ბრაზილიაში კორონავირუსის გამო 7.8 მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ბრაზილიის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სამსახური 7.8 მილიონმა ადამიანმა დაკარგა, მათგან 5.8 მილიონი არაოფიციალურად იყო დასაქმებული. ამჟამად ბრაზილიაში დასაქმების დონე 49.5 პროცენტს შეადგენს. 2012 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც დასაქმების დონე ქვეყანაში 50 პროცენტზე დაბალია. ბრაზილია Covid19-ის გავრცელების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ინფიცირების 1 402 041 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 60 000-ს უახლოვდება. ბრაზლილია უმუშევრობა Tbilisidaily