"გვარამიას ნომერია და დაურეკეთ, რასაც გიკარნახებთ იმაზე ისაუბრეთ" - წულუკიანი

Tbilisi Daily

მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. "ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ, მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ, ეს არის 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყლაბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში, თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?!" - თქვა თეა წულუკიანმა. წულუკიანი პარლამენტში ახლადშესულ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. წულუკიანმა ელისაშვილს უპასუხა, რომ თავადაც სურდა თავისი ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები