ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებაა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დაპირისპირება და ხმაური ბათუმის 79-ე ოლქთან მიმდინარეობს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა 21 საათზე უნდა დაწყებულიყო.
საოლქოსთან იმყოფებიან ოპოზიციის მხარდამჭერები მოძრაობა „იმოქმედე“ და ორგანიზაცია „ალტერნატივას' წევრები, რომლებმაც სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
ადგილზე ისმის შეძახილები - „მონებო“ და საყვირების ხმა.
დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა ' ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კირთაძეს.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.