30 მილიონი ევროს პროექტი - რა იგეგმება?
Batumi Daily
ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმის მერი პროექტის - ,,მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროექტის ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს და იგი გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში ქალაქის თვითმმართველობების მხარდაჭერას, ურბანული მობილობის უფრო მდგრადი მიდგომების შემუშავებასა და განხორციელებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. მის ფარგლებში ბათუმში სატრანსპორტო ქსელი მოეწყობა, მათ შორის, დამონტაჟდება სატრანსპორტო ტერმინალები და ჭკვიანი შუქნიშნები. ასევე, განახლდება ავტოპარკი და გატარდება სხვა ღონისძიებები.
პროგრამა ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და წარმოადგენს რეგიონალური პროგრამის - "კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" ნაწილს.
ფოტო: ბათუმის მერია
#ბათუმისმერია
#პროექტები
#სიახლე
#ახალიამბები
batumidaily
_____________________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
download.feedc.com