დღეს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი მამაკაცი გარდაიცვალა

Gori Daily

ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავლევის მკვიდრი, 1957 დაბადებული ჯუმბერ მელაძე, დღეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარალეთის სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ 63 წლის მამაკაცი, თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმისგან სპეციალურ ნებართვას ითხოვდა, რათა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისთვის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ, თუმცა ამაოდ. სიტუაციის დამძიმების შემდგომ, იგი ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და საოკუპაციო რეჟიმმა, მხოლოდ მას შემდგომ გასცა ნებართვა, როდესაც სიტუაცია კრიტიკულად დამძიმდა. სამწუხაროდ, რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა და პაციენტი, რომელიც წითელი ჯვრის დახმარებით იქნა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი, სასწრაფო სამედიცინო მანქანაში გარდაიცვალა. ცხედარი, ამ დროისთვის გორის პროზექტურაშია დასვენებული. #ცხინვალისრეგიონი #ოკუპაცია #goridaily