ბათუმში კორონავირუსით 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს, 6 იანვარს,ბათუმში კორონავირუსით22 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაბაუ-ში 12 დეკემბერს შეიყვანეს. მედიკოსების განმარტებით, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
''ფილტვის დაზიანების ინდექსი კომპიუტერული კვლევის შედეგად უკვე ჰქონდა 18-20. (მაქსიმუმუ 24-ია). რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გადაიყვანეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. სამწუხაროდ, დღეს 12 საათზე გარდაიცვალა. თანმხლები დაავადება - ჭარბი წონა'',უთხრეს აჭარის მაუწყებელს კლინიკაში.
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.