სვანეთში კვირიკობის დღესასწაული აღინიშნა.
Zugdidi Daily
28 ივლისი წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეა. სვანეთში, სოფელ კალაში რელიგიურ დღესასწაულს კვირიკობას უხსოვარი დროიდან აღნიშნავენ, ამ დღესასწაულს სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღესასწაულისთვის სვანები საგანგებოდ ზრდიან თეთრ ცხვარს, შემდეგ კი ეკლესიას სწირავენ.წმიდა კვირიკეს ტაძარი XI საუკუნეში აიგო. აქ დაცულია წმიდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი.
სვანების ყოველ თემს საკუთარი ეკლესია აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიაჩნევა, როგორც “ლაგურკა”, წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ.
ამიტომაც დიდი ბოროტების და დანაშაულობის ჩამდენის აღმოსაჩენად შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინა.
ამჟამად კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაშია თავმოყრილი. ხატები წმ. კვირიკეს გამოსახულებით მხოლოდ სვანეთშია დაცული. ლაგურკის ეკლესიამ წმ. კვირიკეს ათი ხატი შემოგვინახა, რომლებიც სხვადასხვა დროსაა შექმნილი და წარმოადგენს მას ტრადიციულად, როგორც მოწამეს ჯვრით ხელში. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის შესრულდა.
წმიდანთა წამება მოხდა დაახლოებით 305 წელს. ივლიტას გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.
კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.
წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.
იხილეთ სახალხო დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები : https://m.sputnik-georgia.com/religion/20200729/246088481/saeklesio-kalendari.html
#სვანეთუ
#სამეგრელოზემოსვანეთი
#კვირიკობა
#ლაგურკა
#ტაძარი
#ხატები
#წამება
#რელიგიურიდღესასწაული
#zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: down#zugdididaily