უგურ საჰინი: ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით

Tbilisi Daily

Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თანაავტორის აზრით, პრეპარატის გავლენა ეპიდვითარებაზე ზაფხულში ძლიერ ზეგავლენას მოახდენს, მომავალი ზამთრისთვის კი მსოფლიოში ცხოვრება ჩვეულ რითმს დაუბრუნდება. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემის ინფორმაციით, პროფესორი უღურ საჰინი ასევე თვლის, რომ 2021 ზამთარში ვაქცინა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირებაზე დიდი გავლენა არ ექნება. „ზაფხული დაგვეხმარება, რადგან წელიწადის ამ დროს ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის მაღალ დონეს მომავალი წლის შემოდგომა/ზამთრისთვის მივაღწიოთ“, - განაცხადა საჰინმა. ​მისივე თმით, ამ ეტაპზე მიზანი მომავალ აპრილამდე 300 მილიონი ადამიანის აცრაა. გასულ კვირას BioNTech-მა და Pfizer-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადეს. პრეპარატის ტესტირებაში მონაწილეობა 43 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.