საუკუნის დასასრულ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობა განახევრდება
Tbilisi Daily
მკვლევრების განცხადებით, მსოფლიო საკმაოდ მოუმზადებელია იმისთვის, რომ გლობალური მასშტაბით შობადობის მაჩვენებლის კლებასთან გამკლავება შეძლოს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შობადობის მაჩვენებლის კლება იმას ნიშნავს, რომ საუკუნის დასასრულ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.ზოგ ქვეყანაში კი 2100 წლის ბოლოს მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება.
Washington’s Institute for Health Metrics and Evaluation-ის მკვლევარების თქმით, 2017 წელს შობადობის გლობალური მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და 2,4 შეადგინა. მათი პროგნოზით, 2100 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,7-ზე დაბალი იქნება. BBC-ის ინფორმაციით, როდესაც შობადობის მაჩვენებელი 2,1-ს ჩამოსცილდება, მოსახლეობის რაოდენობა შემცირებას იწყებს.
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება
იაპონია – წინასწარი პროგნოზით, საუკუნის ბოლოს იაპონიის მოსახლეობა 53 მილიონზე ნაკლები იქნება. ცნობისთვის, მოსახლეობის რაოდენობამ იაპონიაში პიკს 2017 წელს მიაღწია და 128 მილიონი შეადგინა.
იტალია – იტალიაში მოსახლეობის რაოდენობა 61 მილიონიდან 28 მილიონამდე შემცირდება.
მსოფლიოში 23 ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება.
ჩინეთი – წინასწარი პროგნოზით, ჩინეთში 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 732 მილიონი იქნება.
დიდი ბრიტანეთი – მოსახლეობის რაოდენობა პიკს – 75 მილიონს 2063 წელს მიაღწევს, ხოლო 2100 წლისთვის ეს რაოდენობა 71 მილიონამდე შემცირდება.