ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

Tbilisi Daily

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში ემიგრანტებთან შესახვედრად ჩავიდა. შეხვედრა ერთ-ერთ დარბაზში შედგა, თუმცა შესვლამდე, ემიგრანტების თქმით, სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენეს. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის როგორც მხარდამჭერები, ისე მოწინააღმდეგეები. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმოდა უცენზურო და ასევე, მხარდამჭერი შესაძახილები -„მიშა გვიყვარხარ“. ერთმანეთს სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღდმეგეებიც დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „წადი აქედან, გააგდეთ“, „თვალები უნდა დაგეთხაროთ, ვინც მიშასთან ხართ მოსულები“, „ქურდებს მიაქვს ქვეყანა“ - ისმოდა შეძახილები. პოლიციამ დაპირისპირების დროს ცრემლსადენი გაზი გაუშვა.