პოლონეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 100,000-ს გადააჭარბა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 1,934 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 26 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 100,074 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2,630 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 4 მარტს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.