ბათუმში აქციის მონაწილეები 10:00 საათის შემდეგ არ აპირებენ დაშლას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა ბათუმში. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გამსახურდიას ქუჩა. გაშლილი აქვთ რამდენიმე კარავი, სადაც რჩებიან და ღამეს ათევენ. მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ საღამოს 10:00 საათზე დაშლას. სწორედ, ამ დროიდან დილის 05:00 საათამდე ამოქმედდა შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების გამო, რომელიც თავისუფალ გადაადგილებას კრძალავს. მოქალაქეს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, პოლიცია 2000 ლარით დააჯარიმებს.
ბათუმის საპროტესტო აქცია ეხმაურება თბილისში მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30938705.html
#ახალი_ამბები
#twitter