მარნეულში შშმ პირთა საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა
Marneuli Daily
მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ დღეს, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. საბჭოს წევრებმა, მიმდინარე ეტაპზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და განიხილეს საბჭოზე შემოსული როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ განცხადებები.
აღსანიშნავია, რომ საბჭო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიმდინარე წელს შეიქმნა, რომელიც განსაზღვრავს ისეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა,
კულტურული- შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართვა, განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების
ხელშეწყობა, სოციალური დაცვის უზურუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და აგრეთვე
საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
#მარნეული
#შშმ
#MarneuliDaily
#ახალიამბები