ბერლინში ღამის კლუბები გაიხსნება
Tbilisi Daily
ბერლინში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ღამის კლუბები, თანდათანობით ამუშავდება. მართალია ვიზიტორებს ცეკვა არ შეეძლებათ, მაგრამ მუსიკის მოსმენა და წახემსება-კი.
"Mixmagi-ის" მიხედვით, კლუბები: "Sisyphos", "Birgit & Bier" და "Rummels Bay" მუშაობის გაგრძელებას ბარის სტილში, სუფთა ჰაერზე პიცითა და სასმელებით გეგმავენ. ვიზიტორებმა და თანამშრომლებმა თავდაცვის მინიმალური მოთხოვნები, როგორიცაა პირბადის ტარება უნდა შეასრულონ. ამავე დროს, ზოგიერთი სხვა ინსტიტუციის მფლობელებმა მუშაობის განახლების გადადება გადაწყვიტეს, რადგან ამის ეკონომიკურ მნიშვნელობას ვერ ხედავენ და არ უნდათ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა.
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 177 000 -ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.