აჭარაში კოვიდის შემთხვევებმა იმატა

Batumi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობას 1047 პირი აგრძელებს, მათგან მძიმეა 161 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 49 პაციენტი იმყოფება. მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდსასტუმროებში 1789, ხოლო საკარანტინო სივრცეებში 252, თვითიზოლაციაში კი, 14 468 პირი იმყოფება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში