პეტრე ცაავა და მისი მხარდამჭერები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
„აღდგეს საეკლესიო სამართალი”, „დავუბრუნოთ ქრისტე და მისი სამართალი დედა ეკლესიას”- ამ ბანერებითმეუფე პეტრედამხარდამჭერები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები პატრიარქთან შეხვედრას ითხოვენ.
საპატრიარქოსთან იმყოფებამსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ძმაც.
'მრევლი ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას, რამდენ ადამიანსაც დაუშვებენ,დისტანციით, გვსურს მასთან შეხვედრა. მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის უძღები შვილიოდა მელოდება, ამით შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება განმარტა არასწორად.
თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე ვარ უძღები შვილი, მზად ვარ, მოვიხადო ბოდიში და ვითხოვო შენდობა, მაგრამ მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავადაა უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს, რომელიც ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.