,,შესაძლოა, შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს" - არასრულწლოვანი ზ.ხ-ის მამა
Pirveliradio Ge
შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, რადგან მათ ჩხუბში არ მიეხმარა - ამის შესახებ განცხადება, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე გააკეთა.
"შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. ამირხანაშვილი ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს, გური ამოიცნობს, რა თქმა უნდა. შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ, ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა, ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს, კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა". - თქვა არასრულწლოვნის მამამ.