გვექნება თამამი და, ამავდროულად, რეალისტური დაპირებები. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე- კობახიძე

Pirveliradio Ge

გვექნება თამამი და, ამავდროულად, რეალისტური დაპირებები. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ქართული ოცნების“ კამპანია ყოველთვის დადებითზე იყო ორიენტირებული, ხოლო ოპოზიცია უპირისპირებდა ნეგატივს ამ ყველაფერს. „წარვუდგენთ პროგრამას, რომელიც მზადების პროცესშია. მოიცავს სახელმწიფოს განვითარების ყველა ასპექტს - ყველა მიმართულებით გვექნება პროგრამა. ეს უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ეს გახდეს ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა. ყველა პროგრამა, რაც აქამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, იყო პოზიტიური. ამას პასუხობდა რადიკალური ოპოზიცია ნეგატიური კამპანიით. გვექნება სიახლეები ყველა მიმართულებით. გვექნება თამამი და, ამავდროულად, რეალისტური დაპირებები. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. http://pirveliradio.ge/index.php?newsid=146853 #ახალიამბები #პოლიტიკა