ვახო სანაიას მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბათუმში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა დაგმეს ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა. ევროპის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები, წარწერებით: "არა ძალადობას!" "სოლიდარობა ვახო სანაიას!“ "ეს არ არის მხოლოდ ერთ ჟურნლისტზე თავდასხმის ფაქტი და პრობლემა. ეს არის შედეგი სიძულვილი ენის გამოყენების და ჟურნალისტებზე თავდასხმის, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ პოლიტიკოსების მხრიდან", - უთხრა რადიო თავისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის წევრმა სოფო ჟღენტმა. ჟურნალისტ ვახო სანაიას თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ 24 თებერვალს ღამით, როცა ოჯახის წევრებთან ერტად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა აქვს. პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31122964.html #ახალი_ამბები #twitter