კერძო და საჯარო ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ

Kutaisipost

საკოორდინაციო საბჭომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 26 აგვისტოს გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საჯარო და კერძო ბაღები მუშაობას საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებიდან (15 სექტემბერი) 2 კვირის ინტერვალით - 1 ოქტომბრიდან განაახლებენ. ამასთან, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან სწავლის ეტაპობრივად დაწყებასთან დაკავშირებით. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებმა მუშაობა მიმდინარე წლის მარტიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყვიტეს. http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/18292-kerdzo-da-sajaro-baghebi-mushaobas-pirveli-oqtombridan-ganaakhleben