საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 690 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 279 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. http://pirveliradio.ge/?newsid=145197