SpaceX-ის ხომალდმა Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მოგზაურობა დაიწყო
Tbilisi Daily
კომპანია SpaceX-ის მართვადმა ხომალდმა Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მოგზაურობა დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რაკეტა-მატარებელი Falcon 9 ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხიდან აიღო სტარტი. ბორტზე NASA-ს 3 ასტრონავტია - მაიკლ ჰოპკინსი, შენონ უოკერი და ვიქტორ გლოვერი, რომლისთვისაც ეს კოსმოსში პირველი გაფრენაა. ამასთან, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი იაპონიის აეროსკოსური კვლევების სააგენტოს ასტრონავტი (JAXA) სოიტი ნოგუტია.
ეს Crew Dragon-ის პირველი რეგულარული ფრენაა NASA-ს მართვადი ფრენების კომერციული პროგრამის ფარგლებში. სააგენტოში მას კოსმოსური სარაკეტო სისტემის პირველ „ოპერატიულ“ მისიას უწოდებენ, რომელზეც 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.