მაშველები იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ
Tbilisi Daily
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულ 14 ადამიანს ეძებენ. წყალდიდობამ კიუშუს კუნძული, კუმამოტოს რეგიონი დააზარალა. სტიქიამ გაანადგურა სახლები და დაანგრია ხიდები. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 34-ს აღწევს.
რეგიონულმა მთავრობამ 18 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. ხელისუფლების 200,000-ზე მეტ ადამიანზე ევაკუაციის ბრძანება გასცა.