"ემის" ლაურეატების დაჯილდოება ონლაინ ჩატარდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ლოს-ანჯელესში გაიმართა მთავარი სატელევიზიო პრემიით - „ემი“  დაჯილდოების 72-ე ცერემონია. წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად აღიარეს ამერიკული Succession (მემკვიდრეები), რომელიც მაყურებელს უამბობს მედია-იმპერიის მფლობელ ოჯახზე. საუკეთესო კომედიური სერიალისთვის „ემი" მიიღო კანადურმა Schitt's Creek-მა. სერიალი მდიდარ ოჯახზეა, რომელიც ქონების დაკარგვის შემდეგ საცხოვრებლად გადადის პატარა ქალაქის მოტელში კორონავირუსის პანდემიის გამო, „ემით“ დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30849484.html #ახალი_ამბები #twitter