გორში ახლად დამონტაჟებული მონიტორი არ მუშაობს
Gori Daily
ერთ თვეზე მეტია, გორში ცენტრალურ ქუჩებში, ორი მონიტორი დამონტაჟდა საიდანაც, ქალაქის მოსახლეობს სხვადასხვა შინაარსის ვიდეო რგოლებს აჩვენებენ. მონიტორების მონტაჟში მერიამ ტენდერის სახით შერჩეულ კომპანიას, 150 000 ლარამდე თანხა გადაუხადა, და უკვე ერთი თვის თავზე, აღნიშნული მონიტორი ხარვეზებით მუშაობს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორი ხარვეზებით გადიოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო რგოლი.
აღსანიშნავია, რომ მერიამ სწორედ იგივე კომპანიას დაუკვეთა, გორის კულტურის და დასვენების პარკში, ახალი ატრაქციონების დამონტაჟება, რაც მონიტორების ხარვეზიანი ფუნქციონირების ფონზე, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
#გორი
#ტენდერი
#goridaily