გუბაზ სანიკიძე: იდიოტებისთვის მინდა ვთქვა – დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა

Tbilisi Daily

დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ბრძოლას სწორედ ქუჩიდან განაგძრობს. „ეს არის ტაქტიკური გამარჯვება ქართული ოპოზიციის და სერიოზული მარცხი „ქართული ოცნების“, რადგან 30 წლის თავზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი. კომპარტია ორი, თუ დაუკრავენ საბჭოთა კავშირის ჰიმნს, არ გაუკვირდება არავის. პარლამენტში რომ შევსულიყავით, მაშინ ბერკეტი არ გვექნებოდა, ახლა გვაქვს ეს ბერკეტი, ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა – დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. ათენი და ძველი რომი რომ ავიღოთ, დემოკრატია დაიბადა ათენის ქუჩებში და რომის ქუჩებში, ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის. დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების“ დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სანიკიძემ.