კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142770 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 10 პაციენტის წყარო ბოლნისია, ხოლო ერთი პაციენტის წყარო ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, როგორც ეზუგბაია აცხადებს, ამ ეტაპისთვის კლინიკაში 57 პაციენტიდან, 54-ს უდასტურდება კორონავირუსი. აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე პაციენტებიდან კი, როგორც ეზუგბაია აცხადებს ერთ-ერთის მდგომარეობის დასტაბილურება ჯერჯერბით ვერ ხერხდება. “ჩვენთან ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 არის შესაძლო შემთხვევა. ჩვენთან არ შემოსულა გუშინ არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებუბული კვლევის დინამიკით, მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია და ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერჯერობით, კვლავ კრიტიკულია და მართვასა და დასტაბილურებას არ ექვემდებარება. დანარჩენი 7 მძიმე პნევმონიის მქომე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარება გაუმჯობესდება და ისინი უკვე მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებზე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.