BBC: სომეხი მოქალაქეები ქალბაჯარის რაიონში საკუთარ სახლებს წვავენ

Tbilisi Daily

„თუ ამ სახლში ჩემმა შვილებმა არ უნდა იცხოვრონ, მაშინ ვერავინ უნდა შეძლოს აქ ცხოვრება“, - ამ სიტყვებს ურთავს BBC-ის ჟურნალისტი თავის სიუჟეტს, რომელიც ქალაქ კარვაჩარში არსებულ ვითარებას ასახავს. „აქ, ქალბაჯარის რაიონში ზოგიერთი სომეხი მოქალაქე თავის სახლებს წვავს, რათა ის აზერბაიჯანს არ გადაეცეს“, - წერს ჟურნალისტი. სამმხრივი შეთანხმებით, ქალაქი კარვაჩარი, რომელიც კელბაჯარის რაიონში მდებარეობს, 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.