მერეთის სკოლაში კორონავირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა
Gori Daily
მერეთის სკოლაში კორონავირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა.
სკოლის დირექტორის თქმით, ორივე პედაგოგი ადგილობრივი მკვიდრია, ისინი სამსახურში ხუთშაბათის შემდეგ (15 ოქტომბერს) არ გამოცხადებულან.
,,როგორც კი სიმპტომები გამოიკვეთა, მაშინვე გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ჩააბარეს ტესტი. ახლა გაგვაგებინეს, რომ მათი პასუხები დადებითია" ამბობს სკოლის დირექტორი.
მერეთის საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლის
დირექტორის თქმით, მოსწავლეებს შორის ინიფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ინფორმაციისთვი, 19 ოქტომბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავსულია გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
#goridaily
წყარო:qartli.ge