აჭარაში კორონავირუსის 369 შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 301 კოვიდდადებითი პირი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში 637 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 75 მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ხელოვნურ სუნთქვაზე 11 პირი იმყოფება. თავისუფალი საწოლების რაოდენობა 56. Covid სასტუმროებში 1119 პირი იმყოფება, მათ შორის არასრულწლოვანი - 78. აჭარაში ბინაზე 1700-ზე მეტი პირი რჩება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.