ბელარუსის ოპოზიცია შიშობს, რომ დაკავეს პრეზიდიუმის კიდევ ერთი წევრი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის ოპოზიციის მაღალი რანგის საორგანიზაციო გაერთიანების ჯერ კიდევ ქვეყანაში მყოფი ერთ-ერთ ბოლო წევრის კოლეგები აცხადებენ, რომ მათ დაკარგეს კონტაქტი მაქსიმ ზნაკთან და შიშობენ, რომ ის დააკავეს. შეშფოთების ფონია პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მიმართ ლოიალურ ძალების მხრიდან ოპოზიციის ჩახშობის გაძლიერება, რაც სხვათა შორის სავარაუდო გატაცებას და ძალით ქვეყნიდან გასახლებას გულისხმობს სადაო არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების  დროს.    ზნაკის მეგობრებმა დამოუკიდებელ რუსულენოვან საააგენტო Tut.by- ს უთხრეს, რომ ზნაკი არ გამოვიდა კავშირზე ინტერნეტით დაგეგმილ ინტერვიუსთვის და შემდეგ, როცა დაურეკეს, ზნაკმა სწრაფად უპასუხა, რომ „ვიღაც მოვიდა“ და ტელეფონი გათიშა. მალევე მისგან მოვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება მხოლოდ ერთ სიტყვით „ნიღბები“. ამის შემდეგ ზნაკის ტელეფონი უკვე აღარ პასუხობდა. 7 სექტემბერს, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის კიდევ ერთი წევრი, მარია კალესნიკოვა მინსკში ნიღბიანმა კაცებმა გაიტაცეს.  ის და მისი ორი სხვა თანამშრომელი მეორე დღეს დაუდგენელი გზით აღმოჩნდნენ ბელარუსის საზღვარზე უკრაინასთან, სადაც აშკარად მოხდა მათი ქვეყნიდან განდევნის მცდელობა. კალესნიკოვა ბელარუსში დარჩა, რადგან მან, გავრცელებულ ცნობით, თავისი პასპორტი დახია. ბელარუსის ხელისუფლებმა, რომლებმაც უარყვეს რომ კალასნიკოვა საპატიმროშია, ბოლოს აღიარეს, რომ ის დაკავებულია. საკოორდინაციო საბჭო მოითხოვდა ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას 9 აგვიტოს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, როცა ოფიციალურ შედეგები მის მიერ გაყალბებულად შეფასდა. დასავლეთის მთავრობები მინსკს დაუყოვნებლივ განმარტებებს სთხოვენ ოპოზიციონერების გარშემო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30829021.html #ახალი_ამბები #twitter