იტალიაში კორონავირუსით დღე-ღამის განმავლობაში 636 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირდა 3 559 პირი

Mediamall

იტალიაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 636 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულია 16 525 ადამიანი. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, იტალიაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე დადასტურებული 3599 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 132 547 ადამიანი. Worldometers-ის ბოლო მონაცემების თანახმად, იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 22 837-ს შეადგენს. იტალიაში, ბოლო რამდენიმე დღეა დაინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი იკლებს. #italy #coronavirus #stopcovid19 #pandemy y