დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან

Tbilisi Daily

ბუშტებით პერფომანსი აჭარის მთავრობის სახლთან დღესაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და ასევე აქციის მონაწილე ირაკლი ჩხვირკია. ხარაზი ბუშტების დამაგრებას განათების ბოძზე ცდილობდა. რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა. მათი არგუმენტი იყო ის, რომ პოლიციელის თავზე ბუშტის დაბმა მუნდირის შემლახველია. „აქამდე თუ ძალადობდნენ, დღეს მუნდირს შეურაცხყოფა მიაყენეს“, - განაცხადა პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა.