მსოფლიოში 12 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მსოფლიოს ორასზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 12 მილიონზე მეტი ადამიანი. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საერთო რიცხვმა 2 012 000-ს გადააჭარბა.
ყველაზე მეტად დაზარალებულ აშშ-ში 3 054 000-ზე მეტი ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 953 000-ზე მეტი. გარდაცვლილთა რიცხვი 132 000-ს აჭარბებს.
მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 1 713 000-ს გასცდა. გამოჯანმრთელებლია მილიონზე მეტი და გარდაცვლილია თითქმის 68 000.
ბრაზილიას მოსდევენ ინდოეთი და რუსეთი. ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვი 742 000-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელებულია 456 000-ზე მეტი და გარდაცვლილია 20 600-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთის სტატისტიკით, კორონავირუსის შემთხვევები 700 000-ს უახლოვდება. მათგან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილთა რიცხვი კი 10 600-ზე მეტია.
ვითარება ისევ რთულია საქართველოს კიდევ სამ მოსაზღვრე ქვეყანაში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც დღე-ღამეში რამდენიმე ასეული ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30715399.html
#ახალი_ამბები
#twitter